არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო გუნდი მხარს უჭერს იმ პრიორიტეტებს, რომელიც შსს-ს აქვს, მათ შორის კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლაში
საპარლამენტო გუნდი მთლიანად მხარს უჭერს იმ პრიორიტეტებს, რომელიც შსს-ს აქვს, მათ შორის კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ შს მინისტრის ინიციატივაზე განაცხადა, რომელიც ქუჩურ გარჩევაზე კრიმინალიზაციას ეხება.
„რა თქმა უნდა, სანქციების გამკაცრება პოლიტიკის თანმიმდევრულად განხორციელება არის მნიშნვნელოვანი და ამასთანავე, მნიშვენელოვანია, ახალგაზრდების ჩართვა მოხდეს კიდევ უფრო მეტად სპორტსა და საგანმანათლებლო აქტივობებში. ვფიქრობ, რომ ეს ზომები, კომპლექსურად თავის შედეგს გამოიღებს.
დღემდეც, შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო წარმატებული კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლაში, რაც ასახულია არაერთ საერთაშორისო რეიტინგში. მომავალში ამ რეფორმების შედეგად ჩვენი მოქალაქეები კიდევ უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობენ თავს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია მოხდება.