არჩილ თალაკვაძე - რეგიონების განვითარების აუცილებელი წინაპირობაა მეტი უფლებები, დაფინანსება და ადმინისტრაციული რესურსი
რეგიონებს უნდა გადაეცეთ მეტი უფლებები, მივცეთ მეტი დაფინანსება და ჰქონდეთ მეტი ადმინისტრაციული რესურსი, ვფიქრობთ, ეს რეგიონების განვითარების აუცილებელი წინაპირობაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თვითმმართველობის რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, სწორედ თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობს ერთობლივად პარლამენტი და საქართველოს მთავრობა.
„ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფა, ვინაიდან თითოეული მოქალაქის ჩართულობა თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში ზრდის გარანტიას, რომ გადაწყვეტილებები ბევრად სწორად იქნება მიღებული, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტში დღეს თვითმმართველობის რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა.