არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას წარმომადგენლებს აქვთ სხვადასხვა ნომერი და ფერი, მაგრამ მათი უდიდესი ნაწილი წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას წარმომადგენლებს აქვთ სხვადასხვა ნომერი და ფერი, მაგრამ მათი უდიდესი ნაწილი წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“

ჩვენ რადიკალური ოპოზიცია დავამარცხეთ გაერთიანებულიც და ცალ-ცალკეც, შესაბამისად, აქედან რაღაც გაკვეთილები უნდა გამოეტანათ ან აწი უნდა გამოიტანონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და მზად არის, პასუხისმგებლობა მომავალზეც აიღოს.

„დანარჩენი, საკუთარი გეგმა, ლიდერები, დაპირებები თუ კამპანია, ეს არის ოპოზიციური პარტიების საქმე. თუ სურთ, გაერთიანდნენ, თუ სურთ, ცალკე გამოვიდნენ არჩევნებში. რა თქმა უნდა, დიამეტრალურად ეს არაფერს შეცვლის, პირიქით, თუ გაერთიანდებიან, სიმართლესთან იქნებიან უფრო ახლოს, რადგან, სინამდვილეში, მათ აქვთ სხვადასხვა ნომერი და სხვადასხვა ფერი, მაგრამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი წარმოადგენს ერთ კონკრეტულ პარტიას, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.