არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია ცდილობს, უცხოელ პარტნიორებს შეუქმნას განცდა, თითქოს საქართველოში პატიმრების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა პოლიტიკური განხილვის საგანია
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია ცდილობს, უცხოელ პარტნიორებს შეუქმნას განცდა, თითქოს საქართველოში პატიმრების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა პოლიტიკური განხილვის საგანია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპატიმრო დაწესებულებაში მსჯვარდებულთა გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებენ არა პოლიტიკოსები, არამედ მართლმსაჯულების ის სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან პატიმრობაში მყოფი ადამიანის უფლებებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

არჩილ თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს.

„პირველად არ არის, როცა ასეთ განცხადებას ვისმენთ და ეს არ არის შემთხვევითი. ამით ოპოზიცია ცდილობს, უცხოელ პარტნიორებს შეუქმნან განცდა, თითქოს საქართველოში პატიმრების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა პოლიტიკური განხილვის საგანია და ასეთი გადწყვეტილებების მიღება მოწოდებების დონეზე ხდება, რაც ზიანს აყენებს ქვეყანას. ასეთი განცხადებების მიზანიც ეს არის“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.