არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელიას საქმეზე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება როგორიც არ უნდა იყოს, პარლამენტი, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, შეასრულებს
არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელიას საქმეზე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება როგორიც არ უნდა იყოს, პარლამენტი, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, შეასრულებს

საქართვლოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ჟურნალისტებთან საუბარში თალაკვაძე აღნიშნავს, რომ მელიას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორიც არ უნდა იყოს ის, პარლამენტი პატივს სცემს და რამდენადაც შესაძლებელი იქნება, შეასრულებს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ. რაც შეეხება მელიას განცხადებას დაკავების არგამორიცხვის თაობაზე, საინტერესოა, რომ ჰკითხოთ, რა საფუძველი აქვს, როცა დაკავებას არ გამორიცხავს. ე.ი. მას აქვს რაღაც კითხვები საკუთარ მოქმედებებთან დაკავშირებით, თუ თავად ფიქრობს, რომ დაკავებას იმსახურებს. სასამართლოს განსჯის სფეროში ვერ შევალ, ვერც ერთი ადამიანის დაპატიმრება-არდაპატიმრებაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. შემიძლია, განმარტებები მხოლოდ კანონებზე მოგცეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკანორ მელიას სარჩელს დღეს განიხილავს.  ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის იმ დადგენილებას ასაჩივრებს, რომლითაც მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. დადგენილება მიღებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ნიკა მელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნეს.