არჩილ თალაკვაძე - ნატო-ში გაწევრიანება გვინდა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, არავითარი საომარი რიტორიკა არ გვაქვს
არჩილ თალაკვაძე - ნატო-ში გაწევრიანება გვინდა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, არავითარი საომარი რიტორიკა არ გვაქვს

საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, რომ გაწევრიანდეს ნატო-ში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ცნობილია რუსეთის ხელისუფლებისთვისაც.

„ეს იცის რუსეთის ხელისუფლებამ, ვინაიდან ანგარიშები, რომლითაც ნატო საქართველოს აფასებს დადებითად და ამბობს, რომ თავსებადობა ჩვენსა და მათ შორის არსებობს, ეს ცნობილია რუსეთისთვის და ეს სწორედ ამ ლოგიკას ეხმაურება. ჩვენ ნატო-ში გაწევრიანება გვინდა მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის, არავითარი საომარი რიტორიკა არ გვაქვს“, – განაცხადა თალაკვაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეო ლავროვმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნატო-ში მიიღებენ, რუსეთი ომს არ დაიწყებს, თუმცა ურთიერთობები სერიოზულად დაზიანდება.