არჩილ თალაკვაძე - მთავრობის პრიორიტეტია ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის კიდევ უფრო დაჩქარება
არჩილ თალაკვაძე - მთავრობის პრიორიტეტია ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის კიდევ უფრო დაჩქარება

მთავრობის პრიორიტეტია ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის კიდევ უფრო დაჩქარება, რაც ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილებისა და შემოსავლების ზრდას გამოიწვევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატების გამოსვლები შეაფასა.

არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ უმრავლესობა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს დაუჭერს.

„მინისტრებმა ამომწურავად ისაუბრეს საკუთარ სამომავლო გეგმებზე, ასევე შეაჯამეს თითოეულ სფეროში მიღწევები. პირდაპირ ჩანს, რომ მთავრობის პრიორიტეტია ეკონომიკური განვითარების და ზრდის კიდევ უფრო დაჩქარება, რაც ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილებისა და შემოსავლების ზრდას გამოიწვევს. პრიორიტეტი კვლავ ის სოციალური პასუხისმგებლობა რჩება, რომელიც სახელმწიფოს ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში აქვს. რა თქმა უნდა, უფრო მეტი კონსოლიდაცია საგარეო ურთიერთობის მიმართულებითაც მოხდება, ვინაიდან საქართველოს საგარეო მიმართულებით არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ ეკონომიკური ინტერესებიც აქვს. ხვალ ქუთაისში პლენარული სესია გაიმართება, სადაც პრემიერ-მინისტრს მოვუსმენთ, შემდგომში კენჭს ვუყრით და მინისტრთა განახლებულ კაბინეტსა და პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.