არჩილ თალაკვაძე - მიხაელ როთ, როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე ასეთი განცხადება გააკეთო, არცერთ სტუმარს უკადრია, ასე ესაუბრა
არჩილ თალაკვაძე - მიხაელ როთ, როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე ასეთი განცხადება გააკეთო, არცერთ სტუმარს უკადრია, ასე ესაუბრა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადებას ეხმიანება.

თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ჯერ არცერთ სტუმარს უკადრია, ასე ესაუბრა.

„მიხაელ როთ, როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, არ იცნობ ამ ქვეყნის ხალხს, მხოლოდ მაშინ აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე ასეთი განცხადება გააკეთო. ჯერ არცერთ სტუმარს უკადრია, ასე ესაუბრა. მართლმადიდებელ ეკლესიას წამება, დარბევა და კირით გათეთრებაც კი გადაუტანია, კრიტიკა რა მოსატანია?!“, – წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ყველა რელიგია და მორწმუნეები უნდა შეურიგდნენ კრიტიკას, ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს ამის პრობლემები, ჩემს შემთხვევაში ეს არის საქართველოს მართლმადიდებლობა და ისევ და ისევ ისლამი“.