არჩილ თალაკვაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მერამდენედ ითხოვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადადგომას და ამ ყველაფერს ამთავრებს საკუთარი თავმჯდომარის გადაყენებით, ეს არის მათი კარმა
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მერამდენედ ითხოვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადადგომას და ამ ყველაფერს ამთავრებს საკუთარი თავმჯდომარის გადაყენებით, ეს არის მათი კარმა

მერამდენედ ხდება, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადადგომას და ამ ყველაფერს ამთავრებს საკუთარი თავმჯდომარის გადაყენებით, ერთხელ გადააყენეს ნიკა მელია, ახლა კი – ლევან ხაბეიშვილი, როგორც ჩანს, ეს არის მათი კარმა, რასაც სხვებს უსურვებენ, საბოლოოდ უბრუნდებათ ყველაფერი საკუთარ პარტიაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ უმრავლესობაში რჩება ისეთი პოლიტიკური ბანაკი, რომელსაც ვერ წარმოუდგენია რეალურ საკითხებზე მუშაობა.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ ვურჩევდით ყოველთვის ოპოზიციურ პარტიებს, რომ ჰქონდეთ საქმიანი დღის წესრიგი, არა დესტრუქციაზე აგებული, არამედ კონკრეტულ პროგრამებზე, საქმეზე. სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ უმრავლესობაში რჩება ისეთი პოლიტიკური ბანაკი, რომელსაც ვერ წარმოუდგენია რეალურ საკითხებზე მუშაობა, პოლიტიკაში ყოფნა ხელისუფლებაში ძალადობრივი დაბრუნების გარეშე. რაც მთავარია, როგორც ჩანს, არჩევნებშიც ვერ წარმოუდგენია რაიმე შედეგის მიღწევა. კვირიდან კვირამდე მხარდაჭერას ეძებენ ქვეყნის გარეთ, საკითხებს ეძებენ სხვების განცხადებებში, თავად არც ლიდერები ჰყავთ გამოკვეთილი, რომ საზოგადოებას წარუდგინონ, არც, მით უმეტეს, აქვთ რაიმე სერიოზული პროგრამა, რომ სიახლე შესთავაზონ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.