არჩილ თალაკვაძე, კოლეგებთან ერთად, მონტენეგროს პარლამენტის დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, კოლეგებთან ერთად, საქართველოში ვიზიტად მყოფ მონტენეგროს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც გორდან სტოიოვიჩი ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე ისაუბრეს პოზიტიურ დინამიკაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებში. ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის როლს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში.
საუბარი ასევე შეეხებოდა უსაფრთხოებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებს, საპარლამენტო არჩევნებს და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველო-მონტენეგროს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. ასევე, საპატიო კონსულები საქართველოსა და მონტენეგროს მხრიდან – თემურ ქურხული და რადე ვუიაჩიჩი.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.