არჩილ თალაკვაძე - კახა კალაძემ ვაკის პარკში სასტუმროს საკითხი თბილისის სასარგებლოდ მოაგვარა
არჩილ თალაკვაძე - კახა კალაძემ ვაკის პარკში სასტუმროს საკითხი თბილისის სასარგებლოდ მოაგვარა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ბევრი პრობლემა, რომელიც გიგი უგულავას არქიტექტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, კახა კალაძის მოსაგვარებელია. ჟურნალისტებთან საუბრისას არჩილ თალაკვაძე ვაკის პარკში სასტუმროს აშენების საკითხს გამოეხმაურა.

„გიგი უგულავამ თქვა, კახა კალაძე ჩემი ჩრდილიდან გამოვიდესო. საქმეები, რომელიც უგულავამ თავის ჩრდილში გააკეთა, ცხოვრებამ მზეზე გამოიტანა. პრობლემები, რომელიც მის არქიტექტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, კალაძის მოსაგვარებელია და მან ეს შეძლო. რთული საკითხი, სადაც ინვესტორის ინტერესები, საკუთრების უფლება, მწვანე გარემოს დაცვის თემა და ბიზნესსა და მერიას შორის ურთიერთობა იკვეთებოდა, წარმატებით მოაგვარა.

ეს არის იმის მაგალითი, როგორ შეიძლება მერმა საზოგადოებას პასუხისმგებლობის, პროფესიონალიზმისა და ლიდერობის მაგალითი მისცეს. ამ საკითხის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება იყო, მაგრამ თბილისის მერმა საკითხი თბილისის სასარგებლოდ მოაგვარა. საქმეები, რომელიც უგულავამ ჩრდილში გააკეთა, სააშკარაოზე გამოვიდა, თბილისის მერის მოსაგვარებელია და მან ისე მოაგვარა, როგორც თბილისსა და საზოგადოებას სჭირდებოდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება.