არჩილ თალაკვაძე - ისეთი სახელმწიფო გვაქვს, სადაც როგორც ლიბერალურ, ასევე კონსერვატიულ იდეებს არსებობის უფლება აქვთ
ისეთი სახელმწიფო გვაქვს, სადაც როგორც ლიბერალურ, ასევე კონსერვატიულ იდეებს არსებობის სივრცე და უფლება აქვთ, – ასე პასუხობს დეპუტატი არჩილ თალაკვაძე კითხვას, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა ლიბერალურის ამოღებას ითვალისწინებს.
განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც კანონიდან სიტყვა ლიბერალურის ამოღებას ითვალისწინებს. ამასთან, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა კანონის ბავშვთა კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანას და არა კანონიდან სიტყვა ლიბერალურის ამოღებას.
„საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ლიბელარული პლატფორმა და ღირებულებები მოსწონს, თავის უფლებებს სრულად განახორციელებენ. ადამიანები ვისაც კონსერვატიული მიდგომები და ღირებულებები მოსწონთ, იმ ადამიანებსაც სრული უფლება აქვთ, თავისი პოზიცია ჰქონდეთ. სხვა ინტერპრეტაციას ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ ვხედავ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.