არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ გედევან ფოფხაძე უმრავლესობას არ დატოვებს
არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ გედევან ფოფხაძე უმრავლესობას არ დატოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ გედევან ფოფოხაძე უმრავლესობას არ დატოვებს.

როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, მას უმრავლესობის დატოვების თაობაზე გედევან ფოფხაძესთან საუბარი აუცილებლად ექნება.

“ამასთან დაკავშირებით საუბარი გვექნება. გედევან ფოფხაძესთან საუბარი ამ დრომდე არ მქონია. პარლამენტის ხელმძღვანელობა ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საზოგადოებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უმრავლესობის თითოეული წევრი ჩვენს გუნდში დარჩეს, ვიდრე მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას დაასრულებს, რადგან გრძელვადიანი მიზნები გვაქვს და ამ პროცესში თითოეული ადამიანის მონაწილეობა მნიშვნელოვანია”, – აცხადებს თალაკვაძე.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ დღეს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე პარლამენტმა დღეს დაამტკიცა.