არჩილ თალაკვაძე - იმ სპეკულაციების შემდეგ, რაც ჩვენს უპასუხისმგებლო ოპონენტებს ჰქონდათ, ირაკლი კობახიძის ვიზიტი კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ
არჩილ თალაკვაძე - იმ სპეკულაციების შემდეგ, რაც ჩვენს უპასუხისმგებლო ოპონენტებს ჰქონდათ, ირაკლი კობახიძის ვიზიტი კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ

ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება, რომელშიც, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობს, ეს მხარდაჭერა და გაერთიანება უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და მშვიდობის გარშემო დღეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხისთვის და უკრაინისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იყო მსოფლიოში მეორე საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც ჩავიდა კიევში, ბუჩასა და ირპენში ყველაზე რთულ დროს.

„იმ სპეკულაციების შემდეგ, რაც ჩვენს უპასუხისმგებლო ოპონენტებს ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ. საქართველოს ხელისუფლება იყო მსოფლიოში მეორე საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც ჩავიდა კიევში, ბუჩასა და ირპენში ყველაზე რთულ დროს. ჩვენ დავუჭირეთ მხარი ყველა მძიმეწონიან პოლიტიკურ რეზოლუციას, მათ შორის გამოძიების დაწყებას და რუსეთისთვის წევრობის სტატუსის შეჩერებას ევროპის საბჭოში. შესაბამისად, საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება. მინდა, უკრაინას და უკრაინელ ხალხს მშვიდობა ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ კარგი და მშვიდობიანი დღეები მალე დაბრუნდება უკრაინაში. ამისთვის საჭიროა საერთო ძალისხმევა, უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის არის მაგალითი და საქართველომაც ეს წინა წლებში უკვე გამოიარა“, – განაცხადა თალაკვაძემ.