არჩილ თალაკვაძე - ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღეს ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება
დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც ჰოლოკოსტს ემსხვერპლნენ. ჰოლოკოსტი სიტყვებით დაიწყო და გაგრძელდა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის შემზარავი მკვლელობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
„დღევანდელ დღეს ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება!“ – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.