არჩილ თალაკვაძე – ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღეს ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება
დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც ჰოლოკოსტს ემსხვერპლნენ. ჰოლოკოსტი სიტყვებით დაიწყო და გაგრძელდა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის შემზარავი მკვლელობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
„დღევანდელ დღეს ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება!“ – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
Today we honor the remembrance of the victims of the Holocaust that began with words, and continued with horrific murders of millions of innocent people. On #HolocaustRemembranceDay we firmly say NEVER AGAIN! pic.twitter.com/WeIeMbvrFk
— Archil Talakvadze (@A_Talakvadze) January 27, 2021