არჩილ თალაკვაძე - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აგვიტოს ომის საქმეზე სამართალი აღსრულდება და ის დრო მოვიდა, როცა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აგვიტოს ომის საქმეზე სამართალი აღსრულდება და ის დრო მოვიდა, როცა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის მიერ 2008 წელს ჩადენილი ომის დანაშაულის გამო მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაპატიმრების ორდერის გაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
„ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერები გაიცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების იმ ჩინოსანთა მიმართ, რომელთაც პროკურორის მტკიცებით, 2008 წლის ომის დროს მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს და ადამიანთა კონვენციური უფლებები დაარღვიეს. ეს ეხება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ტყვედ აყვანას, მათი უფლებების ხელყოფას. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეზე სამართალი აღსრულდება და ის დრო მოვიდა, როცა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან.
ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმის მოგების შემდეგ, ჰააგა არის უკვე მეორე საერთაშორისო ინსტანცია, სადაც საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო მტკიცებულებებისა და არგუმენტების წარმატებით წარდგენა და თავისი სიმართლის დამტკიცებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ, მინდა, მთავრობას და იმ იურისტებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომლებიც საქართველოს დასაცავად იყვნენ ჩართულნი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.