არჩილ თალაკვაძე - გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება უკვდავია და კიდევ არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ დიდი მწერალი და გამორჩეული ადამიანი, ყველასათვის საამაყო გურამ დოჩანაშვილი გამოაკლდა ჩვენს საზოგადოებას.
რამდენიმე დღის წინ მისი იუბილე იყო და ყველას გვქონდა იმედი, რომ ის კიდევ დიდხანს იქნებოდა ჩვენთან. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, თუმცა გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება უკვდავია და კიდევ არაერთ თაობას აღაფრთოვანებს.
საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი გურამის ოჯახს, ახლობლებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს“, – აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის სამძიმრის წერილში.
თანამედროვე ქართველი კლასიკოსი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.