გურამ დოჩანაშვილს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ
გურამ დოჩანაშვილს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გურამ დოჩანაშვილის ოჯახს შესთავაზეს, მწერალი მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ, თუმცა ოჯახმა, მწერლის ანდერძის თანახმად, მისი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა მწერლის ოჯახს პრემიერ-მინისტრის აპარატმაც შესთავაზა.
გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, დოჩანაშვილი „ნიუჰოსპიტალში“ იყო მოთავსებული.