არჩილ თალაკვაძე - გუნდი განახლდება, იქნებიან გამოცდილი პოლიტიკოსები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ახლა შემოდიან პოლიტიკურ პროცესში
არჩილ თალაკვაძე - გუნდი განახლდება, იქნებიან გამოცდილი პოლიტიკოსები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ახლა შემოდიან პოლიტიკურ პროცესში

მაჟორიტარების შერჩევის მთავარი კრიტერიუმები იყო პროფესიონალიზმი, სანდოობა საზოგადოების მხრიდან, ასევე ის პოლიტიკური უნარები, რომელიც ოლქების და ოლქებში მცხოვრები ადამიანების ინტერესების სწორად მოტანას, სწორ ადვოკატირებას და მუშაობას შეეხება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, თითქმის ერთ წელია, რაც შიდაპარტიული კონსულტაციები მიმდინარეობს პოლიტიკური გუნდის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ მოხდება გუნდის განახლება, იქნებიან გამოცდილი პოლიტიკოსები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ახლა შემოდიან და შემოვლენ პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ უკვე წარვადგენთ მაჟორიტარებს, ეს არის 30 ოლქი. მაჟორიტარების შერჩევის მთავარი კრიტერიუმები იყო მათი პროფესიონალიზმი, სანდოობა საზოგადოების მხრიდან, ასევე ის პოლიტიკური უნარები, რომელიც ოლქებისა და ოლქებში მცხოვრები ადამიანების ინტერესების სწორად მოტანას, სწორ ადვოკატირებას და მუშაობას შეეხება. საერთო ჯამში, ეს გუნდი იმუშავებს ასევე პროპორციული სიით შესულ ადამიანებთან ერთად, თუმცა მაჟორიტარების დატვირთა იქნება განსაკუთრებული, ვინაიდან ოლქები იზრდება და გაზრდილი ოლქების წარმომადგენლობა პარლამენტში არის უფრო მეტი პასუხისმგებლობა. გურიის ოლქშიც შერჩეული გვყავს მაჟორიტარობის კანდიდატი, ჩემთან დაკავშირებით გუნდის გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც პროპორციულ სიას წარვადგენთ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.