არჩილ თალაკვაძე - ევროკავშირის და აშშ-ის მედიაციით მიღწეულმა 8 მარტის და 19 აპრილის შეთანხმებებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციაში
არჩილ თალაკვაძე - ევროკავშირის და აშშ-ის მედიაციით მიღწეულმა 8 მარტის და 19 აპრილის შეთანხმებებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციაში

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას, ევროკავშირის და აშშ-ის მედიაციით მიღწეულმა 8 მარტის და 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელობაზე გაკეთდა აქცენტი.

„ევროკავშირის და აშშ-ის მედიაციით მიღწეულმა 8 მარტის და 19 აპრილის შეთანხმებებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციაში. ისეთი მასშტაბის დემოკრატიული რეფორმების დროს, რომელიც საქართველომ გაატარა, პოლიტიკური დიალოგის ასეთი ძლიერი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ფორუმზე არჩილ თალაკვაძემ.