არჩილ თალაკვაძე – ევროკავშირის და აშშ-ის მედიაციით მიღწეულმა 8 მარტის და 19 აპრილის შეთანხმებებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციაში

14:36, 27.05.2021

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას, ევროკავშირის და აშშ-ის მედიაციით მიღწეულმა 8 მარტის და 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელობაზე გაკეთდა აქცენტი.

„ევროკავშირის და აშშ-ის მედიაციით მიღწეულმა 8 მარტის და 19 აპრილის შეთანხმებებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციაში. ისეთი მასშტაბის დემოკრატიული რეფორმების დროს, რომელიც საქართველომ გაატარა, პოლიტიკური დიალოგის ასეთი ძლიერი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ფორუმზე არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი