საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.
პარლამენტში ამ დროისთვის უკვე იმყოფებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.
როგორც ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება სარჩევნო თემატიკას.
გარდა ამისა, შეხვედრას დაესწრება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.