არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება

12:57, 18.06.2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.

პარლამენტში ამ დროისთვის უკვე იმყოფებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

როგორც ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება სარჩევნო თემატიკას.

გარდა ამისა, შეხვედრას დაესწრება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

მსგავსი