დეპუტატის ხელფასი არ იზრდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე დეზინფორმაცია ვრცელდება.
„საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ხელფასის მატებასთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. დეპუტატის ანაზღაურება არც ერთი თეთრით არ იზრდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.