არჩილ თალაკვაძე – დეპუტატის ხელფასი არ იზრდება

20:47, 06.06.2018

დეპუტატის ხელფასი არ იზრდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე დეზინფორმაცია ვრცელდება.

„საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ხელფასის მატებასთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. დეპუტატის ანაზღაურება არც ერთი თეთრით არ იზრდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი