არჩილ თალაკვაძე - ჩვენი ქვეყნის პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს, პოლიციელი გმირია
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენი ქვეყნის პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს! მოქალაქეების უსაფრთხოება და მართლწესრიგი, რომელსაც პოლიციელი იცავს, ქვეყნის განვითარების წინაპირობაა.
პანდემიის პერიოდში პოლიციელები იყვნენ „კოვიდ19“-თან ბრძოლის წინა ხაზზე და განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ვირუსის შეკავებაში. მადლობა თქვენი სამსახურისთვის!
ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების წინაშე! პოლიციელი გმირია!“, – წერს არჩილ თალაკვაძე.
31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ღონისძიება გაიმართება.