31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება

07:21, 31.05.2021

31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ღონისძიება გაიმართება.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 11:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი