31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ღონისძიება გაიმართება.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 11:00 საათზე დაიწყება.