არჩილ თალაკვაძე - ჩვენი მიზანია, პენსია უახლოესი ორი წლის განმავლობაში გაიზარდოს
არჩილ თალაკვაძე - ჩვენი მიზანია, პენსია უახლოესი ორი წლის განმავლობაში გაიზარდოს

ჩვენ ვცდილობთ ხანდაზმული ადამიანებისათვის უზრუნველვყოთ ღირსეული საპენსიო სტანდარტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საპენსიო რეფორმაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საპენსიო რეფორმა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მთავრობამ რეფორმის პროექტზე იმუშავა.

“საპენსიო მოდელთან დაკავშირებით ამჟამად, პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს. მათ შორის სოციალ-დემოკრატებსაც, უმრავლესობაში შემავალ ფრაქციასაც აქვს საკუთარი მოსაზრებები. ეს არის კომპლექსური, საშვილიშვილო რეფორმა. ამიტომაც, საჭიროა ყველა არგუმენტის შეჯერება. ჩვენი ყველას მიზანია, რომ პენსია როგორც უახლოესი ორი წლის განმავლობაში გაიზარდოს, ასევე გრძელვადიან პერიოდში. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ ღირსეული საპენსიო სტანდარტი ხანდაზმული ადამიანებისათვის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.