არჩილ თალაკვაძე - ჩვენი ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ძალიან ბევრი გაკეთდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა.
მან საზოგადოებას მოკლე ჩამონათვალი გააცნო.
„ადამიანის უფლებათა დაცვა არის სფერო, სადაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში ძალიან ბევრი გაკეთდა, შეიცვალა სიტუაცია პენიტენციურ სისტემაში, შემცირდა სიკვდილიანობა, პატიმრებს ხელი მიუწვდებათ მკურნალობაზე. ჩვენ შევცვალეთ, ასევე, საკუთრების უფლების დაცვა, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, პირად ცხოვრებაში ჩაურევლობა, ქალთა უფლებების დაცვა, დისკრიმინაციისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის მოკლე ჩამონათვალი, სადაც პარლამენტმა და ჩვენმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები გაატარა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ სასტუმრო „რადისონში“, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.