არჩილ თალაკვაძე - ამერიკის მთავრობამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო არ არღვევს სანქციებს, არც მომავალში არ დავარღვეთ, რადგან ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია
არჩილ თალაკვაძე - ამერიკის მთავრობამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო არ არღვევს სანქციებს, არც მომავალში არ დავარღვეთ, რადგან ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია

ამერიკის მთავრობამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო არ არღვევს სანქციებს. საქართველო არც მომავალში არ დაარღვევს სანქციების რეჟიმს, რადგან ჩვენი ადგილია ერთიან ევროპულ ოჯახში და ჩვენი პარტნიორია დასავლეთი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან.

თალაკვაძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის პასუხი რუსეთის განცხადებაზე.

„ეს არ არის არც საქართველოს გადაწყვეტილება და არც ის, რაც საქართველომ მოითხოვა. რუსეთს ცალმხრივად შეზღუდული და დაბლოკილი ჰქონდა ფრენები და განცხადება ისევ რუსეთმა გააკეთა. შესაბამისად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის პასუხი რუსეთის განცხადებაზე. რაც ჩვენ გვეხება, ჩვენთან მიმართებაში ამერიკის მთავრობამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო არ არღვევს სანქციებს. საქართველო არც მომავალში არ დაარღვევს სანქციების რეჟიმს, რადგან ჩვენი ადგილია ერთიან ევროპულ ოჯახში და ჩვენი პარტნიორია დასავლეთი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.