სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან
სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან

საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან, – ამის შესახებ „ამერიკის ხმას“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები, შესაძლოა, სანქციების სამიზნე გახდნენ; ამასთან, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარებიან იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს“, – აღნიშნავენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში.

როგორც უწყებაში განაცხადეს, „მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს, ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის“.