არჩილ გორდულაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობს, მათი წინასაარჩევნო კამპანია ეფუძნება საზღვარგარეთ გაკეთებულ განცხადებებს, რაც ძალიან სამწუხაროა
არჩილ გორდულაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობს, მათი წინასაარჩევნო კამპანია ეფუძნება საზღვარგარეთ გაკეთებულ განცხადებებს, რაც ძალიან სამწუხაროა

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობს და ვერც საარჩევნო კამპანიას წარმართავენ, სწორედ ამიტომ, მათი წინასაარჩევნო კამპანია ეფუძნება საზღვარგარეთ გაკეთებულ განცხადებებს, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი განცხადება, რაც საზღვარგარეთ კეთდება, შესაძლებელია, ქართველი ხალხის მიერ აღქმული იყოს, როგორც გავლენის მცდელობა წინასაარჩევნო კამპანიაზე.

„ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს ყველა იმ ბრალდებას თუ ტყუილს, რომელიც ახლა ვრცელდება“, – განაცხადა დეპუტატმა.