არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მსგავსად, ნარკოლოგიური ცნობის წარდგენა პროპორციულ საარჩევნო სიაში მყოფ პირებსაც მოუწევთ
არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მსგავსად, ნარკოლოგიური ცნობის წარდგენა პროპორციულ საარჩევნო სიაში მყოფ პირებსაც მოუწევთ

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მსგავსად, ნარკოლოგიური ცნობის წარდგენა პროპორციულ საარჩევნო სიაში მყოფ პირებსაც მოუწევთ.

შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს ინიცირებისთვის 31 აგვისტოს სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ნარკოლოგიური შემოწმებისა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობების წარდგენა მოეთხოვება არა მხოლოდ მაჟორიტარ კანდიდატს, არამედ ზოგადად პარლამენტის წევრობის კანდიდატს.