არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ემანუელ მაკრონთან პირველი სატელეფონო საუბარი ოლაფ შოლცმა გამართა
არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ემანუელ მაკრონთან პირველი სატელეფონო საუბარი ოლაფ შოლცმა გამართა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ემანუელ მაკრონთან პირველი სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამართა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„კანცლერმა შოლცმა დაურეკა პრეზიდენტს მისალოცად. ეს იყო პრეზიდენტის პირველი ზარი, რაც ფრანკო-გერმანული მეგობრობის ნიშანია“, – წერია ელისეს სასახლის განცხადებაში.

წინასწარი გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი იმარჯვებს.