არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის შედეგად ფერმერებმა წელს 11 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დასრულდა.
სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, საწარმოებმა 50 ათას ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. ფერმერების შემოსავალმა 11 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
პროგრამაში ხილის გადამმუშავებელი 14 საწარმო იყო ჩართული.