არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის შედეგად ფერმერებმა წელს 11 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

16:54, 24.12.2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დასრულდა.

სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, საწარმოებმა 50 ათას ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. ფერმერების შემოსავალმა 11 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

პროგრამაში  ხილის გადამმუშავებელი 14 საწარმო იყო ჩართული.

მსგავსი