არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღეს დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ ალტერნატიულ ექსპერტიზას გამოიკვლევენ
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღეს დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ ალტერნატიულ ექსპერტიზას გამოიკვლევენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ ალტერნატიულ ექსპერტიზას გამოიკვლევენ. ეს არის სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც იმ არასრულწლოვნის ადვოკატის დაკვეთით მომზადდა, რომელსაც ბრალად ედება ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა.

„დღეს სასამართლოში ახალი მტკიცებულება იქნება წარდგენილი, ეს არის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. დავკითხავთ ექსპერტებს, რომლებიც ისაუბრებენ, რამდენი სხვადასხვა დანით მიაყენეს დავით სარალიძეს ჭრილობები. დავით სარალიძეს არა ორი, არამედ მეტი დანით მიაყენეს ჭრილობები და დარწმუნებული ვართ, დასკვნაც ადეკვატურად ასახავს ამ ყველაფერს და აღმოჩნდება წინააღმდეგობაში იმასთან, რასაც ამბობს პროკურატურა. ეს არის ტრასოლოგიური ექსპერტიზა და ექსპერტებისთვის არის დასმული ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა, მათ შორის დანების რაოდენობაზე“, – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.