არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა
არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულ პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ბიზნესმენ ბესიკ ივანაშვილს ბრალი 141-ე მუხლის მე-2 ნაწილით წაუყენეს, რაც წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ მოზარდთან ჩადენილ გარყვნილი ქმედებას გულისხმობს.
დაკავებულის ადვოკატის, ავთანდილ ბუცხრიკიძის ინფორმაციით, ივანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ვარაუდობს, რომ დაკავება მის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება.
რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, სასამართლო პროცესი ხვალ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. სხდომა ონლაინრეჟიმში წარიმართება.