არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა
არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

11 წლის მოზარდთან გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულ ბესიკ ივანაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულის ინტერესების დამცველის, ავთანდილ ბუცხრიკიძის თქმით, დაცვის მხარემ პატიმრობის სანაცვლოდ 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის არგუმენტები გაითვალისწინა და 29 წლის ბიზნესმენი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 7 ივლისს ჩაინიშნა.

არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულ პირს ბრალი ოფიციალურად 17 მაისს წარედგინა. ბიზნესმენ ბესიკ ივანაშვილს ბრალი 141-ე მუხლის მე-2 ნაწილით წაუყენეს, რაც წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ მოზარდთან ჩადენილ გარყვნილი ქმედებას გულისხმობს.