არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ სამშენებლო კომპანიის დირექტორს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
მშენებლობაზე არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ პირს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი ბრალდებულისთვის გირაოს სახით 30 000 ლარის შეფარდებას ითხოვდა. ამასთან, ბრალდებული მზადყოფნას გამოთქვამდა, ჩაებარებინა პასპორტი. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორს, შიშუ პალ ბურდაკს პროკურატურამ ბრალი სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით წარუდგინა. სწორედ ამ ობიექტზე დაიღუპა 2003 წელს დაბადებული არასრულწლოვანი 16 ივლისს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ლიფტის დემონტაჟის დროს ლიფტის შახტში ჩავარდა.
სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი 19 ივლისს დააკავეს.