არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დააფუძნეს
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დააფუძნეს, რომლის პრეზიეტნაციაც დღეს გაიმართა.
როგორც „უცხოური გამჭვირვალობის გვალენის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციისას განაცხადა, ხელისუფლების ცვლილება აუცილებლად უნდა მოხდეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე.
„ხელისუფლების ცვლილება აუცილებლად უნდა მოხდეს 2024 წლის 26 ოქტომბერს, მაგრამ ამან აუცილებლად უნდა მოიტანოს ისეთი ცვლილებები, რომელთა შედეგადაც ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ გაბედავს ხალხისთვის მიცემული სიტყვის გატეხვას, როგორც ეს „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გააკეთა. მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში ყველა, ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, არის ჩვენთან. ამიტომ მზად ვართ, ყველა იმ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ ჯგუფთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას“, – განაცხადა ცუცქირიძემ და აღნიშნა, რომ ასევე მხარს უჭერენ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ქარტიას.
ლევან ცუცქირიძემ ასევე წარადგინა გაერთიანების წევრები, რომელთა შორის არიან სიმონ ჯანაშია, ბაკურ კვაშილავა, ზურაბ ფარჯიანი, დავით გზირიშვილი.