IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, 24% კი - „ქართულ ოცნებას“
IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, 24% კი - „ქართულ ოცნებას“

IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა 30% „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემდა ხმას არავითარ შემთხვევაში.

კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით არასდროს ხმას არავითარ შემთხვევაში 30% პასუხობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემდა ხმას არავითარ შემთხვევაში, 24%-ისთვის „ქართული ოცნებაა“ არჩევანი, „გირჩს“ და „პატრიოტთა ალიანსს“ ხმას არ მისცემდა არასდროს 10%.

„გირჩი“-მეტი თავისუფლება, ზურაბ ჯაფარიძეს 8% არ დაუჭერდა მხარს, შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტულ პარტიას“ 7%. ნინო ბურჯანაძეს არ მისცემდა ხმას არასდროს 5%, ალეკო ელისაშვილის და გიორგი ვაშაძის პარტიებს – 4%.

ამასთან, კითხვაზე ფიქრობთ თუ არა, რომ მომავალი არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, გამოკითხულთა 14% დარწმუნებულია, რომ მომავალი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება, 38% მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ იქნება ასეთი, 25% ფიქრობს, რომ სავარაუდოდ არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, 13% კი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მომავალი არჩევნები ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი იქნება, 9%-ს პასუხი არ აქვს შეკითხვაზე პასუხი ან არ პასუხობს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.