არარატ მირზოიანის ახლობლები აცხადებენ, რომ დაკავებულები სავარაუდოდ შენგავიტსკის პოლიციაში იმყოფებიან
სომეხ დეპუტატ არარატ მირზოიანის მეუღლის ცნობით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამჟამად შენგავიტსკის რაიონის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
სავარაუდოდ, მასთან ერთად არის არცახის ქუჩაზე დაკავებული კიდევ ორი ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი და სასუნ მიკაელიანი.
პოლიციაში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსები არ დაუკავებია და „იძულების წესით გაიყვანეს დემონსტრაციიდან, რათა აქტივისტების უკანონო შეკრება აღკვეთილიყო“.
შეგახსენებთ, რომ ერევანში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დღეს დილით სომხეთის პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანისა და ოპოზიციონერ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ ოპოზიციამ მხარდამჭერებს საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. დაიწყო მსვლელობა. დემონსტრანტები არცახის ქუჩაზე პოლიციამ შეაჩერა და სამი ოპოზიციონერი დეპუტატი დააკავა.