არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო კიდევ 23 დაღუპული ჯარისკაცის შესახებ იუწყება
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო კიდევ 23 დაღუპული ჯარისკაცის შესახებ იუწყება.
უწყების ვებგვერდზე დაღუპული ჯარისკაცების სახელები გამოაქვეყნეს. მათივე ინფორმაციით, სულ სომხეთის ძალების დანაკარგი 103-ს შეადგენს.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.