არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო კიდევ 23 დაღუპული ჯარისკაცის შესახებ იუწყება

00:00, 01.10.2020

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო კიდევ 23 დაღუპული ჯარისკაცის შესახებ იუწყება.

უწყების ვებგვერდზე დაღუპული ჯარისკაცების სახელები გამოაქვეყნეს. მათივე ინფორმაციით, სულ სომხეთის ძალების დანაკარგი 103-ს შეადგენს.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მსგავსი