„არა ციხეს“ - ამ ლოზუნგით მეოთხე დღეა, რუსთავში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„არა ციხეს“, – ამ ლოზუნგით უკვე მეოთხე დღეა, რუსთავში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
რუსთაველები ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, ახალი ციხის მესერი დასახლებულ პუნქტთან 30 მეტრშია და თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ.
ასევე, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ციხის მშენებლობით დასახლებას განვითარების პერსპექტივა დაეკარგება. მათი აზრით, დაეცემა ბინის ფასები და აღნიშნულ ტერიტორიაზე არც ერთი ინვესტორი არ მოისურვებს თანხის ჩადებას.
ადგილობრივ მოსახლეობას უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლში პეტიცია უკვე დაარეგისტრირეს. ისინი იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას და მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.