„აქსიოსი“ - პაკისტანში გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-მა ირანს ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმის დაწესებაზე თანხმობა მოსთხოვა
პაკისტანში გამართულ მოლაპარაკებებზე შეერთებულმა შტატებმა ირანს ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმის დაწესებაზე თანხმობა მოსთხოვა. ამის შესახებ „აქსიოსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ირანელებმა საპასუხოდ ერთნიშნა ვადა მოითხოვეს.
„აქსიოსის“ ცნობით, შეერთებულ შტატებს ასევე სურდა, ირანს ქვეყნიდან გაეტანა მთლიანად გამდიდრებული ურანი, თუმცა ირანს ეს არ სურდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმოებები კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება შეთანხმების მიღწევის გზაზე.