საპირისპირო აზრის დაფიქსირების გამო, აქციაზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც შეკრებილებს სიტყვით მიმართა, აქციის ორგანიზატორებმა ტერიტორიიდან იძულებით გაიყვანეს.
როგორც მან აღნიშნა, უბრალო მოქალაქეა და აქციაზე არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრის სტატუსით არ მისულა, აქციის მონაწილეები კი ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ გაუსწორდნენ, რომ საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა. კერძოდ, უკმაყოფილება გამოხატა „ნაციონალური მოძრაობის” მიმართ.
ვითარების განმუხტვის მიზნით, სამართალდამცველებმა დაპირისპირებაში მონაწილე ორი პირი აქციის ტერიტორიიდან გაიყვანეს.
მოგვიანებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე დაკავებულია ორი პირი.